6.11.09

ბატალური ჟანრი ქანდაკებაში

წინა პოსტში საუბარი მქონდა იმაზე, თუ რას წარმოადგენს ბატალური ჟანრი ფერწერაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ძველი მსოფლიოს ხელოვნებაში მრავლად გვხვდება ბრძოლის ამსახველი სკულპტურული სცენები.

ეგვიპტურ რელიეფებზე, რომლებიც ტაძრებისა და აკლდამების კედლებზე გამოისახებოდა, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ფარაონთა ძლევამოსილი ომების სცენებს. ეს დაბალი რელიეფები ხშირად საღებავებითაც იფარებოდა, ამიტომ ისინი თავისი მხატვრული გადაწყვეტით ძალიან მოგვაგონებს ფრესკას.

ბრძოლის თემები ხშირად აისახება შუამდინარეთის ხელოვნებაშიც. ასურეთის მეფეთა - აშურნასირაპალის, სარგონის, აშურბანიპალის სასახლეების რელიეფებზე ყველაზე გავრცელებული სწორედ სისხლიანი ომების სცენებია.

საბერძნეთში ძვ. წთ. IV ს-ის დიდი მოქანდაკის, სკოპასის მიერ ჰალიკარნასის მავზოლეუმში გამოსახულია ამაზონომაქიის, ანუ ბერძნებისა და ამაზონების ბრძოლის სცენები, რომლებიც უჩვეულო დინამიკით და დრამატიზმითაა აღსავსე.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბრძოლო თემატიკა ძველ რომში. 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen