6.11.09

ბატალური ჟანრი

ისტორიული ჟანრის მნიშვნელოვანი განშტოებაა ბატალური ჟანრი, რომელიც ომის სცენების გამოსახვას ეძღვნება. ბატალისტი მხატვრის მიზანია არბეჭდოს ომის განსაკუტრებით მნიშვნელოვანი, ტრაგიკული ან გმირული მომენტები, გადმოსცეს საბრძოლო სულისკვეთება, ზოგჯერ კი გვიჩვენოს საომარი მოვლენის ისტორიული არსი. ამით ბატალური ჟანრი ისტორიულ ჟანრს უახლოვდება.

ომის სცენებს გამოსახავდნენ ჯერ კიდევ უძველეს ხანაში, მაგრამ ცალკე ჟანრად მისი ჩამოყალიბება XVI - XVII საუკუნეებში მოხდა.

ამ დროისთვის შეიქმნა ბატალური სცენების სხვადასხვა ტიპები: შარლ ლებრენმა შეიმუშავა საზეიმო ალეგორიული სურათების ტიპი, სადაც უმეტესწილად გამოისახებოდა მხედართმთავარი მოგებული ბრძოლის ფონზე. ასეთია, მაგ: "ალექსანდრე მაკედონელის შესვლა ბაბილონში", სადაც სპილოშებმულ ოქროს ეტლზე ამხედრებული მეფე ტრიუმფით შედის ქალაქში.

ბატალურ ფერწერაში არსებობს ისეთი მიმართულებაც, რომელიც ომის ყოველდღიურ, ყოფიტ მხარეს ასახავს: ჯარის დაბანაკებას, მეომრების დასვენებას და ა.შ. მაგალითად, ასეთ სიუჟეტებს გამოსახავდა XVII ს-ის ცნობილი ფრანგი მხატვარი, ანტუან ვატო.  XVII ს-ის ჰოლანდიაში კი პოპულალური იყო საზღვაო ბრზოლების ამსახველი სურათები. ბატალური ჟანრი პოპულალური იყო რომანტიზმის ეპოქაშიც. ამ პერიოდის მხატვრებს, მაგ: ეჟენ დელაკრუას, ძალზე აინტერესებდათ ის ძლიერი გრძნობები, დაძაბული დინამიკა და ეფექტურობა, რისი გამოსახვის საშუალებასაც იძლევაბატალური სცენები. გარდა ამისა, დელაკრუას იზიდავდა წარსული ეპოქის თავისებური ხიბლი, ამიტომ იგი ხშირად ხატავდა შუა საუკუნეების საფრანგეტში მომხდარ ომების ეპიზოდებს - შერკინებულ მეომართა მასებს, ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულ რაინდებს, მოელვარე აბჯარს, გაფრიალებულ დროშებსა და მოსასხამებს.


                       დიეგო ველასკესი. "ბრედას ჩაბარება"

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen