7.11.09

მომავლის არქიტექტურა

უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მომავლის არქიტექტურას წარსულში, თითქმის საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც 1912 წელს იტალიელმა ფუტურისტმა არქიტექტორმა, ანტონიო სანტ ელიამ შექმნა პროექტი, რომელსაც "ახალი ქალაქი" უწოდა. მის ესკიზებზე ასახულია უზარმაზარი მრავალდონიანი საფეხუროვანი შენობები, რომლებიც ერთმანეთთან გადასასვლელებით, ხიდებითა და გალერეებითაა დაკავშირებული, ფანტასტიკური სატრანსპორტო მაგისტრალები, ფუტურისტული ქარხნები და ელექტროსადგურები.

სამწუხაროდ, ნიჭიერი ახალგაზრდა არქიტექტორი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა და მისი პროექტი განუხორციელებელი დარჩა. თუმცა ეს რთული მექანიზირებული და ელექტრიფიცირებული ქმნილება იმდენად უსწრებდა ეპოქას, რომ იმ დროს იგი მაინც ვერ განხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა ანტონიო სანტ ელიას შემოქმედებამ ისეთი გავლენა იქონია მსოფლიოს არქიტექტურაზე, რომ ისტორიაში იგი შევიდა, როგორც არქიტექტურის მთელი მომავალი განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ხელოვანი.

უკვე სავსებით ორგანულ, ფორმებს ვხედავთ ცნობილი ინგლისელი არქიტექტორის, ნორმან ფოსტერის ლონდონის ქალაქის საბჭოს შენობაში. ასეთი უჩვეულო, "ცოცხალი" ფორუმების შექმნა მხოლოდ კომპიუტერული პროექტირების და უახლესი მასალების გამოყენებით გახდა შესაძლებელი - ახლა ნებისმიერი ფანტასტიუკური შენობის აგება პრობლემა აღარაა. მაგრამ არ ფორმების ორიგინალურობა თვითმიზანი კი არ არის, არამედ პრაქტიკულადაა გამართლებული და ზუსტად შეესაბამება თავის დანიშნულებას: კვერცხისებური ფორმა მინიმუმამდე ამცირებს ენერგიის დანახარჯებს, სამხრეთისაკენ გადახრა კი მზის სინათლისა და ენერგიის მაქსიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, შენობაში დამონტაჟებულია უამრავი აპარატურა, რომელიც აფიქსირებს კლიმატური პირობების ცვლილებას და რთავს რეაგირების სისტემას.

საერთოდ, თანამედროვე არქიტექტურაში დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიის და რესურსების ეკონომიის საკიტხებს. მაგ: დუბაის "ბურჯ ალ არაბის" შენობაში ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაფარულია ნახევრად გამჭირვალე საგანგებო ქსოვილით. 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen