23.12.09

ქართველი მხატვარი ქალები

საქართველოში ხელოვანი ქალების სახელები მხოლოდ XX საუკუნიდანაა ცნობილი. ჩნდება კითხვა: რატომ მოხდა ასე? პასუხი ისტორიულ ვითარებაში უნდა ვეძებოთ, რომელივ სრულიად სხვა იყო, ვიდრე, ვთქვათ, იტალიაში ან საფრანგეთში.

რაც შეეხება შუა საუკუნეებს, ამ პერიოდში მხატვარი, რომელიც ფრესკას ან ხატს ასრულებდა, უმეტესწილად საერთოდ არ აწერდა მას ხელს, რადგანაც ქრტისტიანული წესით ითვლება, რომ გამოსახულებას სულიწმინდა  ქმნის, მხატვარი კი იარაღია მის ხელში. ამიტომ მრავალსაუკუნოვანი პერიოდის განმავლობაში ხელოვანტა სახელები თითქმის არ შემოგვრჩენია და იყვნენ თუ არა მათ შორის ქალი მხატვრები, მეცნიერებისატვის ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები - ნაქარგები, ხალიცები, ქსოვილები - სწორედ ქალების მიერ სრულდებოდა.

ევროპაში შუა საუკუნეების შემდეგ დადგა რენესანსის ხანა, პირობიტი რელიგიური ხელოვნება რეალისტურმა მანერამ შეცვალა. მაგრამ საქართველოში არსებული ისტორიული პირობების  გამო შუა საუკუნეების ეპოქა გაცილებით უფრო დიდხანს, XVIII ს-მდე გაგრძელდა, შესაბამისად ჩვენთან  ახალი ხელოვნებაც გაცილებიც უფრო გვიან შემოდის, ვიდრე ევროპაში.

პეიზაჟის ჟანრმა შემდგომი განვითარება ჰპოვა აგრეთვე რუსუდან ჯავრიშვილის, ნატალია ფალავანდიშვილის, ეთერი ანდრონიკაშვილის და სხვათა ნამუშევრებში.

რაც შეეხება პორტრეტულ ჟანრს, აღსანიშნავია, რომ ქარტველ მხატვართა ნამუშევრებს ესეთეტიკურის გარდა, ისტორიული მნიშვნელობაც აქვთ: ქეთევან მაღალაშვილის, ნათელა იანქოშვილის და სხვათა პორტრეტებზე ქართველ მოღვაწეთა მთელი გალერეა წარმოგვიდგება.

ქართველი მხატვარი ქალების შემოქმედებაში ფართოდ არის წარმოდგენილი ყოფითი და ისტორიული ჟანრები, წიგნის ილუსტრაცია, თეატრის მხატვრობა.



cecilia beaux,"სიტა და სარიტა"


არტემიზია ჯენტილესკი, ავტოპორტრეტი


მარი ელიზაბეტ ლუიზა ვიჟე ლებრენი,ავტოპორტრეტი


ანგელიკა კაუფმანი,ავტოპორტრეტი



6 Kommentare:

  1. მე ელენე ახვლედიანის გარდა სხვა ქალ მხატვრებს არ ვიცნობ. ჩემი ერთერთი საყვარელი მხატვარია, სასწაული ფერები აქვს, განსაკუთრებით "ზამთარი თბილისში", თუ არ მეშლება იმ ნახატის სახელი.

    AntwortenLöschen
  2. მეტი ინფო მინდა და ნახატები კიდე.

    AntwortenLöschen
  3. @ Maka Asatiani
    მეტი მც არაფერი არ ვიცი სამწუხაროდ :(

    ნახატები კიდე ინტერნეტში ვერ ვნახე :(

    AntwortenLöschen
  4. მაშინ აქ გიგდებ ლინკებს და შეგიძლია დაამატო თუ მართლა გსურს გავრცობა :)

    http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94_%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

    http://www.georgianmuseums.ge/MuseumGe/Musums/Erovnuli/E_Axvlediani.html

    http://www.intermarket.ge/product_info.php?products_id=1341

    http://forum.ge/?f=10&showtopic=33977781&st=30

    AntwortenLöschen
  5. @მაკა
    მადლობა ^^

    AntwortenLöschen