19.12.09

ანიმაცია (პლასტილინის პერსონაჟები)

ალბათ იცით რომ ანიმაციის უამრავი ტექნიკა არსებობს. ისეთ ანიმაციას, სადაც ყველაფერი პლასტილინისგანაა დამზადებული, ცალკე დარგად გამოყოფენ. პლასტილინი ძალზე მოქნილი მასალაა და ადვილად იცვლის ფორმას, რაც ფანტაზიის დიდ გასაქანს აძლევს ანიმატორს. ზოგჯერ პლასტილინისგან დეკორაცია და თოჯინები იქმნება, როგორც, მაგ,  რუსი რეჟისორის გარი ბარდინის "ჩექმებიან კატაში" ან ნიკ პარკის , სამჯერ "ოსკაროსანი" ბრიტანელი ანიმატორის "უოლასსა და გრომიტში", სადაც გამონგონებელ უოლასის და მისი ჭკვიანი ძაღლის გრომიტის ისტორიებია მოთხრობილი, ზოგჯერ კი კეთდება პლასტილინის რელიეფები, რომლებიც სწრაფად იცვლის ფორმას და ერთი პერსონაჟის მეორეში "გარდასახვის" საშუალებას იძლევა. ასეთია, მაგ, რეჟისორ ალექსანდრე ტატარსკის "პლასტილინის ყვავი", რომელიც "მელასა და ყვავის" იგავ-არაკის მხიარულ პაროდიას წარმოადგენს და მისივე ტიტრები საბავშვო გადაცემისთვის "ღამე მშვიდობისა, პატარებო!". ერთადერთი ნაკლი, რომელიც ამ მასალაც ჰქონდა, მისი არამდგრადობა იყო; გადაღების დროს პლასტილინი ძლიერი განათების მხურვალებას ვერ უძლებდა და ხშირად დნებოდა. მხოლოდ ახლახან გამოიგონეს ისეთი პლასტილინი, რომელიც სიცხეს უძლებს და ფორმასაც ინარჩუნებს. სწორედ ასეტ მასალას იყენებენ ამჟამად პროფესიონალი ანიმატორები პლასტილინის მულფილმების შექმნის დროს.  


ნიკ პარკი "უოლასი და გრომიტი"


3 Kommentare: