8.12.09

ფრესკა და ისტორია

შუა საუკუნეებში ხელოვნება რელიგიურ ხასიათს ატარებდა და ამიტომ გამოსახულება სრულდებოდა არა რეალისტურად, სინამდვილის ილუზიის შესაბამისად, არამედ პირობითად. ასეთ შემთხვევაში ხელოვანი პერსონაჟების გარეგნობასა და გარემოს წარმოსახვით ქმნის, მაგრამ წარმოსახვიტ შექმნილი ეს სამყარო იკონოგრაფიის წესებს უნდა ემორჩილებოდეს. ამის გარდა, არსებობდა კიდევ ერთი მოცემულობა, რომელიც აუცილებლად უნდა დაეცვა მხატვარს: ტაძრის მოხატვის დროს მას უნდა გამოესახა არა ნებისმიერი, არამედ დაკანონებული სიუჟეტები. თანაც ყოველი მათგანი მკაცრად განსაზღვრულ ადგილას უნდა ყოფილიყო განლაგებული.

ამის მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მართლმადიდებლური ტაძარი განიხილება, როგორც მთელი სამყაროს მოდელი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე წმინდაა მისი ზედა და აღმოსავლეთი ნაწილები - გუმბათი და საკურთხ. ეს ზეცის, სამოთხის სიმბოლოა, შესაბამისად აქ გამოისახებოდა ჯვარი, ქრისტე ყოვლისმპყრობელი ან ღვთისმშობელი (ეს უკანასკნელი მხოლოდ საკურთხეველში). შემდეგი ზონაა კედლის ზედა ნაწილები - აქ გამოისახებოდა ქრისტეს ცხოვრების სცენები, ანუ "ათორმენი დღესასწაული". და ბოლოს კედლის ქვედა ზონაში , რომელიც მიწიერ სამყაროს განასახიერებს, გამოსახებოდნენ წმინდა მამები და ეკლესიის მოღვაწენი - რაც უფრო მაღალია მათი რანგი, მით უფრო არმოსავლეთით. ქვედა ზონბის დასავლეთ ნაწილში გამოსახებოდნენ ქტიტორები.

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფრესკების განლაგების ეს სისტემა არ იყო უცვლელი და გაყინული შაბლონი, რომელიც ყველა ტაძრის სრულიად ერთნაირად მოხატვას მოითხოვდა: ყოველი მათგანი განუმეორებელია, იმისდა მიხედვით, თუ რომელ წმინდანს ეძღვნება ტაძარი, რა ზომისაა იგი, როგორია მისი არქიტექტურული თავისებურებები, რომელ პერიოდშია იგი შესრულებული და ა.შ. მოხატულობაც ნაწილობრივ იცვლებოდა. აქედან გამომდინარე, ხელოვანს ერთგვარი მხატვრული თავისებურება, ანუ საკუთარი გემოვნების გამოვლენის შესაძლებლობა მაინც ჰქონდა.


ატენი. მთავარანგელოზი



უბისი.ზიარება



გელათი. დავით აღმაშენებელი


Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen