27.11.09

გმირობა და ხელოვნება

ჟაკ ლუი დავიდი_სოკრატეს სიკვდილი (1787)


ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები უმეტესად ეძღვნება ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევაში ხელოვანები ხშირად განსაკუტრებული ადამიანების - გმირების ასახვას არჩევენ. მაგრამ თუ გმირობის ამსახველ ნაწარმოებებს დააკვირდები, შეამჩნევ, რომ მათი სიუჟეტები, იდეები, პერსონაჟების ხასიათები ძალზე განსხვავებულია. 

გმირობის თემა უძველესი დროიდან ძალზე პოპულალური იყო სახვით ხელოვნებაში, ამიტომ გმირობის ამსახველი ნაწარმოებები ძალზე მრავალფეროვანია. ისინი იქმნებოდა სხვადასხვა ეპოქებში, სხვადასხვა ქვეყნებში, შეიძლება მიეკუთვნებოდეს სხვადასხვა დარგს, სხვადასხვა მასალით იყოს შესრულებული, შეიძლება გამოსახავდეს რეალურ ან გამოგონილ პერსონაჟს. 

მაგ: ჟაკ ლუი დავიდის "ლიქტორები უბრუნებენ ბრუტუსს შვილების ცხედრებს". ამბავი რომელის მან ამ სურათზე გამოსახა, არ არის დაკავშირებული ომთან, ბრძოლასთან და ა.შ. აქ მოცემულია სიუჟეტი ძველი რომის ისტორიიდან, როდესაც მკაცრი და სამართლიანი მართველის, ბრუტუსის ვაჟებმა შეთქმულება მოაწყვეს: თავისუფალი რესპუბლიკის დამხობა და მეფობის ხელში ჩაგდება მოინდომეს.

1 Kommentar: