ბროწეული
11.10.10
Salvador Dali Paintings
1.4.10
ფოტოგრაფია და ფერწერა
მაგ: ავიღოტ ფოტოგრაფია. მას ბევრი რამ აქვს საერთო ფერწერასთან: ორივე მათგანი ბრტყელ ზედაპირზე სივრცობრივი და მოცულობრივი გამოსახულების ილუზიას ქმნის, თუმცა მასალები, იარაღები და გამოსახვის საშუალებები ორივეს განსხვავებული აქვს. ფოტოგრაფია ზუსტად ასახავს რეალობას და ასევეა რეალისტური ხელოვნებაც, რომელიც გაბატონებული იყო ევროპაში რენესანსის ეპოქიდან XX საუკუნემდე. ამიტომაც იყო, რომ თავდაპირველად, როდესაც XIX ს-ის 20-იან წლებში ნისეფორ ნიეპსის და ლუი დაგერის მოღვაწეობის შედეგად, ჩნდება პირველი ფოტოგრაფიები (ანუ,როგორც მას მაშინ უწოდებდნენ, ჰელიოგრაფიები და დაგეროტიპები), საზოგადოებაში დიდი მღელვარება და კამათი დაიწყო: ზოგს მიაჩნდა,რომ ფოტოგრაფია იმდენად სრულყოფილი რამ არის, რომ ფერწერა საჭირო აღარაა და ეს აღმოჩენა მას "მოკლავს", სხვები თვლიდნენ, რომ ხელოვნება მხოლოდ ისაა, რაც ხელით სრულდება და აღშფოთებულები იყვნენ "მექანიკური ურჩხულის უსულგულო ნაწარმით" , ზოგიც ამ აღმოჩენის სამეცნიერო და პრაქტიკულ ღირებულებას აღიარებდა, მხატვრულს კი-არა.
საქართველოში ფოტოგრაფია XIX ს-ის II ნახ. შემოდის. პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფი, ალექსანდრე როინაშვილი, ძირითადად დოკუმენტური ფოტოგრაფიის დარგში მუშაობდა. მისი წყალობით მომავალ თაობებს შემორჩათ საზოგადო მოღვაწეთა და ხელოვანთა მდიდარი პორტრეტული გალერეა, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების ფოტოები, ქალაქური ხედები და პეიზაჟები.
29.1.10
ქართველი მოქანდაკე ქალები
რატომ ხდებოდა ასე? ამ კითხვაზე პასუხი, რომ გავცეთ, კვლავ ისტორიულ კონტექტს უნდა მივმართოთ. შორეულ წარსულში, როდესაც ქრისტიანობა ახალი სარწმუნოება იყო, ბიზანტიაში მრგვალი ქანდაკება იმიტომ აიკრძალა, ეომ ადამიანებს წარმართული ანტიკური ღმერთების - ათენას, ზევსის და სხვათა ძეგლები არ გახსენებოდათ. ბიზანტიიდან შემდეგში ეს წესი სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაშიც გავრცელდა. დასავლეთ ევროპაში კი ამ დროს მოსახლეობა ძირითადად აქ ჩამოსახლებული მომთაბარე დამპყრობლების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყნენ. მათ ანტიკური ეპოქა არ გაუვლიათ, შესაბამისად არც ანტიკური ღვთაებების ძეგლთა გახსენების საშიშროება ელოდათ. ამიტომ მათ ქანდაკებების ისტორია პირდაპირ ქრისტიან წმინდანთა ფიგურების გამოსახვიტ დაიწყო.
საქართველოში რეალისტური მრგვალი ქანდაკება XIX ს-ის ბოლოს ყალიბდება, დიდი მოქანდაკის, როდენის მოწაფის, იაკობ ნიკოლაძის თაოსნობით. მაგრამ თბილისის სამხატვრო აკადემიაში აღზრდილ ქართველ მოქანდაკეთა მთელი თაობა პირველად 30-იან წლებში გამოდის ასპარესზე. მათ შორის ღირსეული ადგილი ეკუთვნის ი.ნიკოლაძის მოსწავლეს, ნინო წერეთელს.
ამავე პერიოდში იწყებს მოღვაწეობას კიდევ ერთი ქართველი მოქანდაკე ქალი, ელენე მაჩაბელი. იგი მუშაობდა არა მარტო კამერული, არამედ მონუმენტური ქანდაკების დარგშიც. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია არსენა მარაბელის მონუმენტური ძეგლი, რომელიც ოსტატურად არის ჩაწერილი მცხეთის გარემოში.
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ქანდაკების განვითარების საქმეში ცნობილმა მხატვარმა და მოქანდაკემ, თამარ აბაკელიამ. მისი ნამუშევრები ჟანრობრივად ძალზე მრავალფეროვანია - იგი ასრულებდა პორტრეტებსაც, მონუმენტურ ძეგლებსაც, მასვე ეკუთვნის რელიეფური ფრიზი, რომელიც იმელის შენობის ფასადძეა გამოსახული.
თამარ აბაკელია – კოლმეურნის ოჯახი, 1939 წ.
თამარ აბაკელია – შურს ვიძიებთ, 1944 წ
9.1.10
Edward Hopper Paintings
31.12.09
მხატვარი ქალები და თანამედროვეობა
თანამედროვე ეპოქაში ქალების მონაწილეობა შემოქმედებიტ ცხოვრებაში გაცილებით უფრო ინტენსიური ხდება. თითქმის ყველა დარგსა და მხატვრულ მიმნდინარეობაში გვხვდება ქალ ხელოვანთა მიერ შეტანილი სერიოზული წვლილი.
მაგ: ჯერ კიდევ XIX ს-ის ბოლოს თანამედროვე ხელოვნების "პირველი მერცხლის" - პრერაფაელიტთა მიმდინარეობის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ მხატვრები ეველინ დე მორგანი, მერი სპარტალი სტილმენი და ელიზაბეთ სიდელი.
ამ პერიოდში ინგლისში მოღვაწეობდნენ დიზაინერი ქალებიც: მეი მორისი, სახელგანთქმული უილიამ მორისის. მოძრაობა "ხელობა და ხელოვნება "-ს დამაარსებლის შვილი, და მარგარეტ ვმაკდონალდი, არქიტექტორისა და დიზაინერის ჩარლზ რენი მაკინტოშის მეუღლე. თანამედროვე მკვლევართა აზრით, ეს უკანასკნელი დიდხანს სრულიად უსაფუძვლოდ იყო მივიწყებული - მისი სახელი სახელგანთქმული მეუღლის ჩრდილში მოექცა. ისინი ერთად მუშაობდნენ და ზოგჯერ მათი წვლილის გარჩევა ძნელია, არსებობს თვით მაკინტოშის წერილები, სადაც იგი ამბობს, რომ მათი ნამუშევრების "ნახევარი, თუ 3/4 არა, მარგარეტს ეკუთვნის", და რომ "მარგარეტი გენიითაა დაჯილდოვებული, მე კი- მხოლოდ ნიჭით".
XX ს-ის პირველ ნახევარში, როდესაც ევროპაში მრავალი ახალი მიმდინარეობა გაჩნდა, ქალი მხატვრები აქტიურად მონაწილეობდნენ მათ ჩამოყალიბებაში. მაგ: კუბიზმის ცნობილი წარმომადგენლები არიან სონია დელონე და ალექსანდრა ექსტერი.
უნდა აღინიშნოს, რომ XX ს-ში გვხვდება მრავალი თვითნასწავლი მხატვარი ქალი, რომელმაც საქვეყნო აღიარება მოიპოვეს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალო.
სრულიად განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ საოცარია კიდევ ერთი თვიტნასწავლი ფერმწერის, ამერიკელი ანა მერი რობერთსონ მოზესის, ანუ, როგორც მას მთელ მსოფლიოში იცნობენ, "ბებია მოზესის" ცხოვრება და შემოქმედება. იგი უბრალო ფერმერის ცოლი იყო, სოფლად ცხოვრობდა და მთელ დროს შრომაში ატარებდა. ხატვა მან სიბერეში დაიწყო, როდესაც შვილები და შვილიშვილები გაიზარდნენ, მას კი, როგორც თავად ამბობდა, "მთელ დღეს სარწეველა სავარძელში უქმად ჯდომა არ შეეძლო". ბებია მოზესი 78 წლის იყო, როდესაც სოფლის მაღაზიის ფანჯარაში გამოფენილი მისი ნახატები შემთხვევით ნახა ნიუ-იორკელმა კოლექციონერმა და სულ მალე იგი მსოფლიოში ცნობილი მხატვარი გახდა. ბებია მოზესმა 101 წელი იცოცხლა.
ა.კაუფმანი "ავტოპორტრეტი"
ფრ. კალო "ავტოპორტრეტი თუთიყუშებით"
23.12.09
ქართველი მხატვარი ქალები
საქართველოში ხელოვანი ქალების სახელები მხოლოდ XX საუკუნიდანაა ცნობილი. ჩნდება კითხვა: რატომ მოხდა ასე? პასუხი ისტორიულ ვითარებაში უნდა ვეძებოთ, რომელივ სრულიად სხვა იყო, ვიდრე, ვთქვათ, იტალიაში ან საფრანგეთში.
რაც შეეხება შუა საუკუნეებს, ამ პერიოდში მხატვარი, რომელიც ფრესკას ან ხატს ასრულებდა, უმეტესწილად საერთოდ არ აწერდა მას ხელს, რადგანაც ქრტისტიანული წესით ითვლება, რომ გამოსახულებას სულიწმინდა ქმნის, მხატვარი კი იარაღია მის ხელში. ამიტომ მრავალსაუკუნოვანი პერიოდის განმავლობაში ხელოვანტა სახელები თითქმის არ შემოგვრჩენია და იყვნენ თუ არა მათ შორის ქალი მხატვრები, მეცნიერებისატვის ცნობილი არ არის. ვიცით მხოლოდ ის, რომ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები - ნაქარგები, ხალიცები, ქსოვილები - სწორედ ქალების მიერ სრულდებოდა.
ევროპაში შუა საუკუნეების შემდეგ დადგა რენესანსის ხანა, პირობიტი რელიგიური ხელოვნება რეალისტურმა მანერამ შეცვალა. მაგრამ საქართველოში არსებული ისტორიული პირობების გამო შუა საუკუნეების ეპოქა გაცილებით უფრო დიდხანს, XVIII ს-მდე გაგრძელდა, შესაბამისად ჩვენთან ახალი ხელოვნებაც გაცილებიც უფრო გვიან შემოდის, ვიდრე ევროპაში.
პეიზაჟის ჟანრმა შემდგომი განვითარება ჰპოვა აგრეთვე რუსუდან ჯავრიშვილის, ნატალია ფალავანდიშვილის, ეთერი ანდრონიკაშვილის და სხვათა ნამუშევრებში.
რაც შეეხება პორტრეტულ ჟანრს, აღსანიშნავია, რომ ქარტველ მხატვართა ნამუშევრებს ესეთეტიკურის გარდა, ისტორიული მნიშვნელობაც აქვთ: ქეთევან მაღალაშვილის, ნათელა იანქოშვილის და სხვათა პორტრეტებზე ქართველ მოღვაწეთა მთელი გალერეა წარმოგვიდგება.
ქართველი მხატვარი ქალების შემოქმედებაში ფართოდ არის წარმოდგენილი ყოფითი და ისტორიული ჟანრები, წიგნის ილუსტრაცია, თეატრის მხატვრობა.
cecilia beaux,"სიტა და სარიტა"
არტემიზია ჯენტილესკი, ავტოპორტრეტი
მარი ელიზაბეტ ლუიზა ვიჟე ლებრენი,ავტოპორტრეტი
ანგელიკა კაუფმანი,ავტოპორტრეტი
19.12.09
ანიმაცია (პლასტილინის პერსონაჟები)
ალბათ იცით რომ ანიმაციის უამრავი ტექნიკა არსებობს. ისეთ ანიმაციას, სადაც ყველაფერი პლასტილინისგანაა დამზადებული, ცალკე დარგად გამოყოფენ. პლასტილინი ძალზე მოქნილი მასალაა და ადვილად იცვლის ფორმას, რაც ფანტაზიის დიდ გასაქანს აძლევს ანიმატორს. ზოგჯერ პლასტილინისგან დეკორაცია და თოჯინები იქმნება, როგორც, მაგ, რუსი რეჟისორის გარი ბარდინის "ჩექმებიან კატაში" ან ნიკ პარკის , სამჯერ "ოსკაროსანი" ბრიტანელი ანიმატორის "უოლასსა და გრომიტში", სადაც გამონგონებელ უოლასის და მისი ჭკვიანი ძაღლის გრომიტის ისტორიებია მოთხრობილი, ზოგჯერ კი კეთდება პლასტილინის რელიეფები, რომლებიც სწრაფად იცვლის ფორმას და ერთი პერსონაჟის მეორეში "გარდასახვის" საშუალებას იძლევა. ასეთია, მაგ, რეჟისორ ალექსანდრე ტატარსკის "პლასტილინის ყვავი", რომელიც "მელასა და ყვავის" იგავ-არაკის მხიარულ პაროდიას წარმოადგენს და მისივე ტიტრები საბავშვო გადაცემისთვის "ღამე მშვიდობისა, პატარებო!". ერთადერთი ნაკლი, რომელიც ამ მასალაც ჰქონდა, მისი არამდგრადობა იყო; გადაღების დროს პლასტილინი ძლიერი განათების მხურვალებას ვერ უძლებდა და ხშირად დნებოდა. მხოლოდ ახლახან გამოიგონეს ისეთი პლასტილინი, რომელიც სიცხეს უძლებს და ფორმასაც ინარჩუნებს. სწორედ ასეტ მასალას იყენებენ ამჟამად პროფესიონალი ანიმატორები პლასტილინის მულფილმების შექმნის დროს.
ნიკ პარკი "უოლასი და გრომიტი"