31.12.09

მხატვარი ქალები და თანამედროვეობა

თანამედროვე ეპოქაში ქალების მონაწილეობა შემოქმედებიტ ცხოვრებაში გაცილებით უფრო ინტენსიური ხდება. თითქმის ყველა დარგსა და მხატვრულ მიმნდინარეობაში გვხვდება ქალ ხელოვანთა მიერ შეტანილი სერიოზული წვლილი.

მაგ: ჯერ კიდევ XIX ს-ის ბოლოს თანამედროვე ხელოვნების "პირველი მერცხლის" - პრერაფაელიტთა მიმდინარეობის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები იყვნენ მხატვრები ეველინ დე მორგანი, მერი სპარტალი სტილმენი და ელიზაბეთ სიდელი.

ამ პერიოდში ინგლისში მოღვაწეობდნენ დიზაინერი ქალებიც: მეი მორისი, სახელგანთქმული უილიამ მორისის. მოძრაობა "ხელობა და ხელოვნება "-ს დამაარსებლის შვილი, და მარგარეტ ვმაკდონალდი, არქიტექტორისა და დიზაინერის ჩარლზ რენი მაკინტოშის მეუღლე. თანამედროვე მკვლევართა აზრით, ეს უკანასკნელი დიდხანს სრულიად უსაფუძვლოდ იყო მივიწყებული - მისი სახელი სახელგანთქმული მეუღლის ჩრდილში მოექცა. ისინი ერთად მუშაობდნენ და ზოგჯერ მათი წვლილის გარჩევა ძნელია, არსებობს თვით მაკინტოშის წერილები, სადაც იგი ამბობს, რომ მათი ნამუშევრების "ნახევარი, თუ 3/4  არა, მარგარეტს ეკუთვნის", და რომ "მარგარეტი გენიითაა დაჯილდოვებული, მე კი- მხოლოდ ნიჭით"

XX ს-ის პირველ ნახევარში, როდესაც ევროპაში მრავალი ახალი მიმდინარეობა გაჩნდა, ქალი მხატვრები აქტიურად მონაწილეობდნენ მათ ჩამოყალიბებაში. მაგ: კუბიზმის ცნობილი წარმომადგენლები არიან სონია დელონე და ალექსანდრა ექსტერი.

უნდა აღინიშნოს, რომ XX ს-ში გვხვდება მრავალი თვითნასწავლი მხატვარი ქალი, რომელმაც საქვეყნო აღიარება მოიპოვეს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მექსიკელი მხატვარი ფრიდა კალო.

სრულიად განსხვავებული, მაგრამ არანაკლებ საოცარია კიდევ ერთი თვიტნასწავლი ფერმწერის, ამერიკელი ანა მერი რობერთსონ მოზესის, ანუ, როგორც მას მთელ მსოფლიოში იცნობენ, "ბებია მოზესის" ცხოვრება და შემოქმედება. იგი უბრალო ფერმერის ცოლი იყო, სოფლად ცხოვრობდა და მთელ დროს შრომაში ატარებდა. ხატვა მან სიბერეში დაიწყო, როდესაც შვილები და შვილიშვილები გაიზარდნენ, მას კი, როგორც თავად ამბობდა, "მთელ დღეს სარწეველა სავარძელში უქმად ჯდომა არ შეეძლო". ბებია მოზესი 78 წლის იყო, როდესაც სოფლის მაღაზიის ფანჯარაში გამოფენილი მისი ნახატები შემთხვევით ნახა ნიუ-იორკელმა კოლექციონერმა და სულ მალე იგი მსოფლიოში ცნობილი მხატვარი გახდა. ბებია მოზესმა 101 წელი იცოცხლა.


ა.კაუფმანი "ავტოპორტრეტი"




ფრ. კალო "ავტოპორტრეტი თუთიყუშებით"

1 Kommentar: