12.11.09

ფოტოკოლაჟი

ფოტოგრაფიისა და მხატვრობის სინთეზის საფუძველზე წარმოიქმნა ახალი თანამედროვე დარგი - ფოტოკოლაჟი. როგორც ეს სიტყვიდანაც ჩანს, ეს არის კოლაჟი, რომელიც რამდენიმე ფოტოსურათის ნაწილებისგანაა შედგენილი. აქ შეიძლება იყოს გამოყენებული ტექსტი და ნახატი.

ასეთი ტექნიკა ჯერ კიდევ  XIX სიში გაჩნდა. მაგრამ მაშინ მას ჯერ არ ჰქონდა მხატვრული დანიშნულება : ფოტოკოლაჟით შესრულებული ღია ბარათები მხოლოდ გასართობ ან სასაცილო ხასიათს ატარებდა.

პირველად ფოტოკოლაჟის ტექნიკის მხატვრული შესაძლებლობებით დაინტერესდნენ XX ს-ის 30-იან  წლებში გერმანელი ხელოვანები - დადაისტები და სიურეალისტები, მათ შორის იყო კურტ შვიტერსი და რაულ ჰაუსმანი. ფოტოკოლაჟმა მისცა მათ შესაძლებლობა შეექმნათ ძალზე ნოვატორული, ტრადიციული ხელოვნებისგან სრულიად განსხვავებული ნაწარმოებები, ანუ, როგორც პაუსმანი წერდა, "შეექმნათ თამამი და ალოგიკური მოზაიკა" რეალობის ნამსხვრევებისგან" 

ხელმეორედ ფოტოკოლაჟით ხელოვანთა გატაცება იწყება 60-იან წლებში, როდესდაც "პოპ-არტის მამად" წოდებული ინგლისელი მხატვარი რიჩარდ ჰამილტონი ქმნის ნამუშევრებს სახელწოდებით "მაშ რა ხდის ჩვენს დღევანდელ ბინებს ესოდენ თავისებურს, ესოდენ მიმზიდველს?" . ჟურნალებიდან  ამოჭრილი ფერადი ფოტოებისგან დამონტაჟებული ეს კოლაჟი პოპ-არტის პირველ და პროგრამულ ნაწარმოებად ითვლება, რადგანაც აქ ყველაფერი უბრალო ადამიანისთვის ჩვეული სტანდარტული გარემოს მიმანიშნებელია. თვით ჰამილტინმა ამ სიტყვით დაახასიათა პოპ-არტი: "პოპულალური, ხანმოკლე, წარმავალი, იაფი, მასობრივი, ახალგაზრდა, გონებამახვილი, მაცდური, მოდური, დიდი ბიზნესი".

_____________________________

განსაკუთრებულად ფართო აღიარება მოუტანა ფოტოკოლაჟის დარგს პიტერ ბლეიკის მიერ გაფორმებულმა "ბითლზის"  ალბომმა "სერჟანტი პეპერი", რომლის ყდაზე მან გამოსახა  ფოტოკოლაჟი "ხალხი, რომელიც ჩვენ გვიყვარს""ბითლზის" უზომო პოპულარობის გამო ეს ნაწარმოები მილიონობით ადამიანმა გაიცნო.

_____________________________

ამავე მიმდინარეობას ეკუთვნი თანამედროვე ინგლისელი მხატვრის, დევიდ ჰოკნის შემოქმედება, რომელმაც შემდგომში ამერიკაში გააგრძელა მოღვაწეობა. მისი ნამუშევრები ერთი და იგივე ობიექტის სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული ფოტოების კომბინაციას წარმოადგენს.


Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen