8.11.09

Salvatore Dali's Art

















ფოვიზმი & კუბიზმი

ფერთა სიმფონია , ფოვიზმი- XX ს-ის მხატვრული მიმდინარეობა. პირველი მხატვრები, რომლებმაც უარი თქვეს XIX ს-ში აღიარებულ მუქ, თავშეკავებულ, მოყავისფრო კოლორიტებზე ("კოლორიტი"- ნაწარმოებში გამოყენებულ ფერთა შეხამებას ეწოდება) იყვნენ იმპრესიონისტები. ისინი თვლიდნენ, რომ ბუნებაში არ არსებობდა სუფთა შავი ფერი, სადაც მასზე გვერდით მდგარი ნივთი აირეკლებოდა და ყველა საგნის ჩრდილი, რომ ფერადია.

კიდევ უფრო შორს წავიდნენ პოსტიმრესიონისტები- მათთან ფერი უფრო მჟღერი და კაშკაშაა, ვიდრე ბუნებაში გვხვდება.

კუბიზმი, ფერადოვანი მათემატიკა- XX ს-ის მხატვრული მიმდინარეობა. მას შემდეგ, რაც პოსტიმპრესიონისტმა მხატვრებმა გაბედეს გამოესახათ არა მარტო რეალური, ჩვეულებრივი სამყარო, არამედ თავიანთი გრძნობები მის მიმართ ( რაც მათ აღიარების და კეთილდღეობის, ზოგს კი სიცოცხლის ფასად დაუჯდათ). მომდევნო თაობის მხატვრებისათვის უფრო ადვილი იყო, შეექმნათ და გამოეტანათ თავიანთი ფანტაზიის ნაყოფი-მოგონილი, წარმოსახვითი სამყარო. ერთ-ერთი ასეთი ახალი მიმდინარეობა იყო კუბიზმი. მისი წარმომადგენლები იყვნენ: პიკასო, გრისი, ბრაკი, დელონე, სევერინი.

იმპრესიონიზმი

იმპრესიონიზმი-მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა XIX ს-ის ბოლო მეოთხედში, პარიზში. ისინი ხატავდნენ პარიზელთა ცხოვრებას, ქალაქის ქუჩებს, კაფეებს, მდინარეებს, ყვავილოვან მდელოებს, ბაღებს, განსაკუთრებით პეიზაჟი იტაცებდათ. სურდათ გადმოეცად ყველაფერი ზუსტად. მათი მიზანი იყო მაყურებელს ეგრძნო, რომ სურათზე ნამდვილი ცხოვრების წუთია აღბეჭდილი. მათი სახელოსნოები ღია ცის ქვეშ იყო, ისინი ხატავდნენ მოკლე, სწრაფი მონასმებით, რომლებიც ახლოდან ფერების მოზაიკას გავს, შორიდან კი ნამდვილ ხედებად იქცევა. წარმომადგენლები არიან: ედუარდ მანე, ედგარ დეგა, ბერტა მორიზო, კლოდ მონე, ოგიუსტ რენუარი, ალფრედ სისლეი, კამილ პისარო და მერი კესეტი.


კლოდ მონე: "მზის ამოსვლა"


ედგარ დეგა "ცისფერი ბალერინები"


ოგიუსტ რენუარი: "გოგონები ბაღში"


7.11.09

Salvatore Dali

მომავლის არქიტექტურა

უცნაურად ჟღერს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მომავლის არქიტექტურას წარსულში, თითქმის საუკუნის წინ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც 1912 წელს იტალიელმა ფუტურისტმა არქიტექტორმა, ანტონიო სანტ ელიამ შექმნა პროექტი, რომელსაც "ახალი ქალაქი" უწოდა. მის ესკიზებზე ასახულია უზარმაზარი მრავალდონიანი საფეხუროვანი შენობები, რომლებიც ერთმანეთთან გადასასვლელებით, ხიდებითა და გალერეებითაა დაკავშირებული, ფანტასტიკური სატრანსპორტო მაგისტრალები, ფუტურისტული ქარხნები და ელექტროსადგურები.

სამწუხაროდ, ნიჭიერი ახალგაზრდა არქიტექტორი პირველ მსოფლიო ომში დაიღუპა და მისი პროექტი განუხორციელებელი დარჩა. თუმცა ეს რთული მექანიზირებული და ელექტრიფიცირებული ქმნილება იმდენად უსწრებდა ეპოქას, რომ იმ დროს იგი მაინც ვერ განხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა ანტონიო სანტ ელიას შემოქმედებამ ისეთი გავლენა იქონია მსოფლიოს არქიტექტურაზე, რომ ისტორიაში იგი შევიდა, როგორც არქიტექტურის მთელი მომავალი განვითარების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ხელოვანი.

უკვე სავსებით ორგანულ, ფორმებს ვხედავთ ცნობილი ინგლისელი არქიტექტორის, ნორმან ფოსტერის ლონდონის ქალაქის საბჭოს შენობაში. ასეთი უჩვეულო, "ცოცხალი" ფორუმების შექმნა მხოლოდ კომპიუტერული პროექტირების და უახლესი მასალების გამოყენებით გახდა შესაძლებელი - ახლა ნებისმიერი ფანტასტიუკური შენობის აგება პრობლემა აღარაა. მაგრამ არ ფორმების ორიგინალურობა თვითმიზანი კი არ არის, არამედ პრაქტიკულადაა გამართლებული და ზუსტად შეესაბამება თავის დანიშნულებას: კვერცხისებური ფორმა მინიმუმამდე ამცირებს ენერგიის დანახარჯებს, სამხრეთისაკენ გადახრა კი მზის სინათლისა და ენერგიის მაქსიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, შენობაში დამონტაჟებულია უამრავი აპარატურა, რომელიც აფიქსირებს კლიმატური პირობების ცვლილებას და რთავს რეაგირების სისტემას.

საერთოდ, თანამედროვე არქიტექტურაში დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიის და რესურსების ეკონომიის საკიტხებს. მაგ: დუბაის "ბურჯ ალ არაბის" შენობაში ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაფარულია ნახევრად გამჭირვალე საგანგებო ქსოვილით. 

6.11.09

ბატალური ჟანრი ქანდაკებაში

წინა პოსტში საუბარი მქონდა იმაზე, თუ რას წარმოადგენს ბატალური ჟანრი ფერწერაში, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ ძველი მსოფლიოს ხელოვნებაში მრავლად გვხვდება ბრძოლის ამსახველი სკულპტურული სცენები.

ეგვიპტურ რელიეფებზე, რომლებიც ტაძრებისა და აკლდამების კედლებზე გამოისახებოდა, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ფარაონთა ძლევამოსილი ომების სცენებს. ეს დაბალი რელიეფები ხშირად საღებავებითაც იფარებოდა, ამიტომ ისინი თავისი მხატვრული გადაწყვეტით ძალიან მოგვაგონებს ფრესკას.

ბრძოლის თემები ხშირად აისახება შუამდინარეთის ხელოვნებაშიც. ასურეთის მეფეთა - აშურნასირაპალის, სარგონის, აშურბანიპალის სასახლეების რელიეფებზე ყველაზე გავრცელებული სწორედ სისხლიანი ომების სცენებია.

საბერძნეთში ძვ. წთ. IV ს-ის დიდი მოქანდაკის, სკოპასის მიერ ჰალიკარნასის მავზოლეუმში გამოსახულია ამაზონომაქიის, ანუ ბერძნებისა და ამაზონების ბრძოლის სცენები, რომლებიც უჩვეულო დინამიკით და დრამატიზმითაა აღსავსე.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბრძოლო თემატიკა ძველ რომში. 

ბატალური ჟანრი

ისტორიული ჟანრის მნიშვნელოვანი განშტოებაა ბატალური ჟანრი, რომელიც ომის სცენების გამოსახვას ეძღვნება. ბატალისტი მხატვრის მიზანია არბეჭდოს ომის განსაკუტრებით მნიშვნელოვანი, ტრაგიკული ან გმირული მომენტები, გადმოსცეს საბრძოლო სულისკვეთება, ზოგჯერ კი გვიჩვენოს საომარი მოვლენის ისტორიული არსი. ამით ბატალური ჟანრი ისტორიულ ჟანრს უახლოვდება.

ომის სცენებს გამოსახავდნენ ჯერ კიდევ უძველეს ხანაში, მაგრამ ცალკე ჟანრად მისი ჩამოყალიბება XVI - XVII საუკუნეებში მოხდა.

ამ დროისთვის შეიქმნა ბატალური სცენების სხვადასხვა ტიპები: შარლ ლებრენმა შეიმუშავა საზეიმო ალეგორიული სურათების ტიპი, სადაც უმეტესწილად გამოისახებოდა მხედართმთავარი მოგებული ბრძოლის ფონზე. ასეთია, მაგ: "ალექსანდრე მაკედონელის შესვლა ბაბილონში", სადაც სპილოშებმულ ოქროს ეტლზე ამხედრებული მეფე ტრიუმფით შედის ქალაქში.

ბატალურ ფერწერაში არსებობს ისეთი მიმართულებაც, რომელიც ომის ყოველდღიურ, ყოფიტ მხარეს ასახავს: ჯარის დაბანაკებას, მეომრების დასვენებას და ა.შ. მაგალითად, ასეთ სიუჟეტებს გამოსახავდა XVII ს-ის ცნობილი ფრანგი მხატვარი, ანტუან ვატო.  XVII ს-ის ჰოლანდიაში კი პოპულალური იყო საზღვაო ბრზოლების ამსახველი სურათები. ბატალური ჟანრი პოპულალური იყო რომანტიზმის ეპოქაშიც. ამ პერიოდის მხატვრებს, მაგ: ეჟენ დელაკრუას, ძალზე აინტერესებდათ ის ძლიერი გრძნობები, დაძაბული დინამიკა და ეფექტურობა, რისი გამოსახვის საშუალებასაც იძლევაბატალური სცენები. გარდა ამისა, დელაკრუას იზიდავდა წარსული ეპოქის თავისებური ხიბლი, ამიტომ იგი ხშირად ხატავდა შუა საუკუნეების საფრანგეტში მომხდარ ომების ეპიზოდებს - შერკინებულ მეომართა მასებს, ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულ რაინდებს, მოელვარე აბჯარს, გაფრიალებულ დროშებსა და მოსასხამებს.


                       დიეგო ველასკესი. "ბრედას ჩაბარება"