29.1.10

ქართველი მოქანდაკე ქალები

ქართველ მხატვარ ქალთა სახელები მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში გვხვდება. იგივე შეიძლება ითქვას ქართველ მოქანდაკე ქალებზეც, მაგრამ აქ კიდევ ერთი განსაკუთრებული გარემოება უნდა ღინიშნოს: ანტიკური ხანის ქანდაკება საქართველოში პრაქტიკულად არ შემოგვრჩა, შუა საუკუნეებში კი მრგვალი ქანდაკება საერთოდ არ იყო, მხოლოდ რელიეფი და სკულპტურული ორნამენტები. ასე იყო ბიზანტიაშიც და სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებშიც- იმიტომ, რომ სამგანზომილებიანი ძეგლები იქ უბრალოდ იკრძალალებოდა. დასავლეთ ევროპაში კი შუა საუკუნეების დროინდელი ტაძრების ფასადები პრაქტიკულად მთლიანად ქანდაკებებითაა დაფარული და შიგნითაც წმინდანთა ქანდაკებები დგას.

რატომ ხდებოდა ასე? ამ კითხვაზე პასუხი, რომ გავცეთ, კვლავ ისტორიულ კონტექტს უნდა მივმართოთ. შორეულ წარსულში, როდესაც ქრისტიანობა ახალი სარწმუნოება იყო, ბიზანტიაში მრგვალი ქანდაკება იმიტომ აიკრძალა, ეომ ადამიანებს წარმართული ანტიკური ღმერთების - ათენას, ზევსის და სხვათა ძეგლები არ გახსენებოდათ. ბიზანტიიდან შემდეგში ეს წესი სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაშიც გავრცელდა. დასავლეთ ევროპაში კი ამ დროს მოსახლეობა ძირითადად აქ ჩამოსახლებული მომთაბარე დამპყრობლების შთამომავლები იყვნენ, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შეერწყნენ. მათ ანტიკური ეპოქა არ გაუვლიათ, შესაბამისად არც ანტიკური ღვთაებების ძეგლთა გახსენების საშიშროება ელოდათ. ამიტომ მათ ქანდაკებების ისტორია პირდაპირ ქრისტიან წმინდანთა ფიგურების გამოსახვიტ დაიწყო.

საქართველოში რეალისტური მრგვალი ქანდაკება XIX ს-ის ბოლოს ყალიბდება, დიდი მოქანდაკის, როდენის მოწაფის, იაკობ ნიკოლაძის თაოსნობით. მაგრამ თბილისის სამხატვრო აკადემიაში აღზრდილ ქართველ მოქანდაკეთა მთელი თაობა პირველად 30-იან წლებში გამოდის ასპარესზე. მათ შორის ღირსეული ადგილი ეკუთვნის ი.ნიკოლაძის მოსწავლეს, ნინო წერეთელს.

ამავე პერიოდში იწყებს მოღვაწეობას კიდევ ერთი ქართველი მოქანდაკე ქალი, ელენე მაჩაბელი. იგი მუშაობდა არა მარტო კამერული, არამედ მონუმენტური ქანდაკების დარგშიც. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია არსენა მარაბელის მონუმენტური ძეგლი, რომელიც ოსტატურად არის ჩაწერილი მცხეთის გარემოში.

მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ქანდაკების განვითარების საქმეში ცნობილმა მხატვარმა და მოქანდაკემ, თამარ აბაკელიამ. მისი ნამუშევრები ჟანრობრივად ძალზე მრავალფეროვანია - იგი ასრულებდა პორტრეტებსაც, მონუმენტურ ძეგლებსაც, მასვე ეკუთვნის რელიეფური ფრიზი, რომელიც იმელის შენობის ფასადძეა გამოსახული.



თამარ აბაკელია – კოლმეურნის ოჯახი, 1939 წ.



თამარ აბაკელია – შურს ვიძიებთ, 1944 წ